მეცნიერება-ტექნოლოგიები: Facebook-მა ალკოჰოლისა და თამბაქოს რეკლამის ნება დართო | მსოფლიოს ამბები | ||
Facebook-მა ხელმძღვანელობამ ალკოჰოლის, თამბაქოსა და აზარტული თამაშების განთავსების შეზღუდვები გააუქმა. ამის შესახებ შეტყობინებულია სოციალური ქსელის ოფიციალურ ბლოგში Inside Facebook. წესების შემსუბუქება იმ საქონელსაც შეეხო, რომლის რეკლამირება ადრე იზღუდებოდა: რძის ნაწარმი, ბენზინი, სარეცეპტო წამლები და იარაღი. ასევე უქმდება ასაკობრივი შეზღუდვები ნებისმიერ რეკლამაზე: ახლა მათ ნახვას Facebook-ზე გვერდების არასრულწლოვანები მფლობელებიც შეძლებენ. ამას გარდა, ამიერიდან Facebook-ზე სარეკლამო აქციებზე პრიზების სახით შეიძლება მანამდე აკრძალული პროდუქცია იქნას გამოყენებული. რეკლამის შინაარსის პასუხისმგებლობა ახლა უკვე რეკლამის განმთავსებლებსა და სოციალური ქსელის მომხმარებლებს აკისრია. თავად Facebook-მა მთლიანად მოიხსნა იმის პასუხისმგებლობა, შეესაბამება თუ არა რეკლამა ამა თუ იმ ქვეყნის კანონმდებლობას: მაგალითად, აზარტული თამაშების განაცხადებთან წვდომას მიიღებენ მომხმარებლები ინდოეთიდან, ბელგიიდან, ნორვეგიიდან და შვედეთიდან, სადაც ასეთი თამაშები აკრძალულია. ახალ წესებში მითითებულია, რომ Facebook-ზე ყველა სარეკლამო აქცია წარმოდგენილი უნდა იყოს დამატებების სახით, ან განთავსებული იყოს დამატების ან თავად ბრენდის გვერდზე, წერს პორტალი Media Post. წესების გამარტივება ერთ-ერთი საფეხურია Facebook-ის ახალი პოლიტიკისა, რომელმაც ქსელის შესაძლებლობები რეკლამის განმთავსებლებისა და მომხმარებელთათვის უფრო გამჭვირვალე უნდა გახადოს. მთლიანობაში ასეთმა ღონისძიებამ Facebook-ზე უნდა მოიზიდოს იმ რეკლამის განმთავსებლების სახსრები, რომლებსაც მანამდე სოციალურ ქსელში საკუთარი პროდუქციის რეკლამირება არ შეეძლოთ. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2384.html
| |||
განათავსა - Drakula | 19 მაისი 2011, 10:38 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.