კრიმინალი: სსფ-ის უფროსმა გადადგომის შესახებ განაცხადა | მსოფლიოს ამბები | ||
სსფ-მ ორგანიზაციის უფროსის დომინიკ სტროს-კანის თანამდებობიდან წასვლის შესახებ განაცხადა. პროკურატურამ საფრანგეთის პრეზიდენტობის პოტენციურ კანდიდატს სტროს-კანს ექვსი პუნქტით წარუდგინა ბრალდება, რომელთაგან ერთ-ერთი ორ ეპიზოდს შეიცავს. ხუთი მათგანი ეხება ბრალდებებს სექსუალური ხასიათის დანაშაულებში, ერთი კი - თავისუფლების არაკანონიერ აღკვეთას. დოკუმენტებში გამოყოფილია ბრალდების მთავარი პუნქტი - „სექსუალური ხასიათის ძალდატანებითი ქმედებები“, რომლის მიხედვითაც გათვალისწინებულია 5-დან 25 წლამდე პატიმრობა. მასმედიის მონაცემებით, სასამართლო დოკუმენტებში ნათქვამია, რომ სტროს-კანმა ციხეში შესაძლოა 74 წელი და სამი თვე გაატაროს. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2383.html
| |||
განათავსა - Drakula | 19 მაისი 2011, 10:37 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.