პოლიტიკა: იემენის პრეზიდენტი და ოპოზიცია ხელისუფლების გადაცემის შესახებ შეთანხმებას მოაწერენ ხელს | მსოფლიოს ამბები | ||
იემენის პრეზიდენტი ალი აბდალა სალეხი და ოპოზიცია, აშშ-დან და ევროპიდან დიპლომატების ჩარევის შემდეგ, ხელისუფლების გადაცემის შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს. „ამერიკის, ევროპისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ჩარევის შემდეგ პრეზიდენტი დათანხმდა წინადადებას, რომელშიც შეტანილია უმნიშვნელო შესწორებები, ხელის მოწერა დღეისათვის არის დაგეგმილი“, - თქვა მან. სპარსეთის ყურის არაბული სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭომ მანამდე გადაწყვიტა შუამავლად გამოსვლა იემენის პრეზიდენტსა და მოსახლეობას შორის, რომელიც ბოლო ორი თვის განმავლობაში დაჟინებით მოითხოვდა პრეზიდენტ ალი აბდალა სალეხის გადადგომას, ხოლო იემენის პრეზიდენტმა თანამდებობის დატოვების დაპირება არ შეასრულა. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2382.html
| |||
განათავსა - Drakula | 19 მაისი 2011, 10:36 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.