ეკონომიკა: 2015 წელს ექსპლუატაციაში 11 ახალი ჰესი შევა | საქართველოს ამბები | ||
2015 წელს ექსპლუატაციაში 11 ახალი ჰიდროელექტროსადგური შევა. ამის შესახებ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალეკო ხეთაგურმა ანტიკრიზისული საბჭოს სხდომის დამთავრებისთანავე განაცხადა. მან განაცხადა, რომ მან დეპუტატებს ინფრომაცია წარუდგინა იმის შესახებ, თუ რა იქნა გაკეთებული ენერგეტიკის სფეროში ბოლო წლების განმავლობაში და რა ახალი ხელშეკრულებები იქნა დადებული ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით. "მე დეპუტატებს წარვუდგინე ინფრომაცია მიმდინარე და სამომავლო გეგმების შესახებ. 2009 წლის შემდეგ ექვსი ჰესის მშენებლობა მიმდინარეობს, მიმდინარე წელს კი კიდევ 5 ჰესის მშენებლობა დაიწყება" - განაცხადა ხეთაგურმა. მისი თქმით, 2015 წელს 11 ჰესი ამუშავდება, ხოლო 2018 წელს კი მათი რაოდენობა 18–ს მიაღწევს. "ახალი ჰესის მშენებლობის დასრულების შემდეგ ელექტროენერგის ექსპორტირების შესაძლებლობა გვექნება" - განაცხადა მინისტრმა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2378.html
| |||
განათავსა - consul | 18 მაისი 2011, 15:50 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.