aspurcela.ge
ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

 შოუ-ბიზნესი: ბრიტანული ტაბლოიდი ცნობილი მსახიობის ტელეფონს ისმენდა მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
ბრიტანელი მსახიობის ჰიუ გრანტის ტელეფონს ერთ-ერთი ეროვნული ტაბლოიდის თანამშრომლები ისმენდნენ. ამის შესახებ რადიოსადგურ BBC Radio 5-ის ეთერში თავად მსახიობმა განაცხადა, წერს The Guardian.



გრანტის თქმით, პოლიციამ მას მოსმენის დამამტკიცებელი საბუთები მიაწოდა: მისი ახლო მეგობრებისა და ნათესავების სატელეფონო ნომრები, PIN-კოდები, ასევე ინფორმაცია საბანკო ანგარიშებზე. მსახიობმა გამოცემისა და სტატიების დასახელება არ გაამხილა, თუმცა თქვა, რომ მოსმენას ტაბლოიდზე მომუშავე კერძო დეტექტივი აწარმოებდა.


ჰიუ გრანტმა ასევე თქვა, რომ ამჟამად ფიქრობს, შეიტანოს თუ არა სარჩელი. ამასთან, მსახიობმა აღნიშნა, რომ ადამიანებს, ვინც ოდნავ მაინც წარმატებულია, საერთოდ არ სურთ მსგავს პრესასთან ურთიერთობა. „რაც უფრო მალე წავა ტაბლოიდები ბიზნესიდან, მით უკეთესი იქნება“, - განაცხადა მსახიობმა.


მიმდინარე წლის დასაწყისიდან დიდ ბრიტანეთში გახმაურებული პროცესი იზრდება რუპერტ მერდოკის ტაბლოიდის - News of the World-ის მიმართ, რომელმაც ათეული ცნობილი პიროვნების მოსმენა აღიარა. გაზეთის წინააღმდეგ, რომელიც, თავისი სკანდალური პუბლიკაციებით არის ცნობილი, ბრიტანელებმა რამდენიმე სარჩელი აღძრეს. ერთ-ერთი პირველი, ვინც ტაბლოიდს სასამართლოში უჩივლა, გახლდათ მსახიობი სიენა მილერი, რომელმაც News of the World-საგან არაკანონიერი მოსმენისთვის 100 ათასი ფუნტი სტერლინგი მიიღო. News of the World-მა ასევე განაცხადა 20 მილიონი ფუნტი სტერლინგის (32.5 მილიონი დოლარის) კაპიტალის ფონდის შექმნის შესახებ, რომლიდანაც დაშავებულებს კომპენსაციებს გადაუხდიან.
წყარო - day.az

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2375.html
განათავსა - Drakula | 18 მაისი 2011, 15:37 | ახალი ამბები »
 

"შოუ-ბიზნესი: ბრიტანული ტაბლოიდი ცნობილი მსახიობის ტელეფონს ისმენდა" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობა, გათბობის მასალები, გამათბობლები, გათბობის სისტემის მონტაჟი

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 01 ოქტომბერი 2024
  • English Georgian