ეკონომიკა: ბათუმის საკაბელო ტელეკომპანია 10 ათასი ლარით დააჯარიმეს | ![]() | საქართველოს ამბები | |
![]() კომისიის მონაცემებით, „ტვ ერას“ კომისიისთვის ასევე საქართველოს ტერიტორიაზე 20 უცხოური არხის რეტრანსლაციის შესახებ შეთანხმება არ წარუდგებია, თუმცა კომპანია ამის თაობაზე გააფრთხილეს. ამასთან, კომისიამ ცნობის ქვეშ არ მიიღო კომპანია „ტვ ერას“ იურისტის შუამდგომლობა საკითხის განხილვის 11 მაისიდან უფრო გვიან თარიღზე გადატანის თაობაზე, ვინაიდან კომპანიის ხელმძღვანელობისთვის ამის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი და „ტვ ერას“ დირექტორმა მერაბ მეტრეველმა თბილისში ჩამოსვლა და მოთხოვნილი შეთანხმების წარდგენა ვერ მოასწრო. პირველად „ტვ ერამ“ გაფრთხილება 2011 წლის მარტში მიიღო. იმ დროს კომპანია 46 არხის ტრანსლაციას ახორციელებდა, რომელთაგან 24 იყო რეტრანსლაციის უფლებით, რომლის თაობაზეც შეთანხმება კომისიაში არ წარუდგენიათ. ჯარიმის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას კომისია კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების შესახებ კანონის 45-ე სტატიით ხელმძღვანელობდა, რომელიც 10 000-დან 30 000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2374.html
| |||
განათავსა - Drakula | 18 მაისი 2011, 15:34 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.