ეკონომიკა: დადგინდა ლიდერთა სამეული ევროპის ავტოკონცერნებს შორის გაყიდვების მიხედვით | ![]() | მსოფლიოს ამბები | |
![]() პირველ ადგილზეა გერმანია, სადაც 265 251 ავტომობილი იქნა რეალიზებული, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.6%-ით მეტია. ასეთი მონაცემები მოყვანილია ევროპული ავტომწარმოებლების ასოციაციის (ACEA) ანგარიშში. ევროპაში სიდიდით მესამე ბაზარი გახდა საფრანგეთი (169 757 მანქანა, 11.1%). მესამე და მეოთხე ადგილებზეა იტალია და დიდი ბრიტანეთი, სადაც რეალიზებულია 157 309 და 137 746 ავტომანქანა, შესაბამისად, რაც გასული წლის აპრილის მაჩვენებლებთან შედარებით 2.2 და 7.4%-ით ნაკლებია. ყველაზე მეტად გაყიდვები გაიზარდა ლიტვაში (+100.3%), ლატვიაში (+96.3%) და ესტონეთში (+92.3%). ამასთან, ისლანდიაში, რომელმაც ევროკავშირში შესვლის განაცხადი წინა წლის შუა პერიოდში შეიტანა, მაგრამ ჯერ არ შესულა ორგანიზაციაში, თვის განმავლობაში 293 მანქანა გაიყიდა, რაც წინა წლის შედეგებთან შედარებით 270.9%-ით მეტია. ავტოკონცერნებს შორის გაყიდვების მიხედვით ლიდერთა სამეული კვლავინდებურად არ შეცვლილა. ლიდერობს Volkswagen265 595 რეალიზებული მანქანის მაჩვენებლით (+3.5%). მეორე ადგილზეა ჯგუფი PSA Peugeot Citroen129 561 რეალიზებული მანქანის მაჩვენებლით (-18.3%), ხოლო მესამეზეა Renault (103 722 მანქანა, 13.1%). საერთო ჯამში ევროპის ბაზარზე (თუ არ ჩავთვლით რუსეთს) აპრილში 1 მილიონ 89 ათას 118 ავტომანქანა გაიყიდა, ხოლო წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში - 4 მილიონ 674 ათას 457 მანქანა. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2371.html
| |||
განათავსა - Drakula | 18 მაისი 2011, 15:30 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.