მეცნიერება-ტექნოლოგიები: Google-მა Facebook-ის „Like“ ღილაკის ანალოგი წარმოადგინა | ![]() | მსოფლიოს ამბები | |
![]() ღილაკის „+1“ რამდენიმე ვარიანტშია ხელმისაწვდომი: პატარა, საშუალო, სტანდარტული და დიდი (ვიწრო). გარდა ამისა, საიტის ადმინისტრატორს შეუძლია არჩევა, გამოიტანოს თუ არა ღილაკზე მასზე დაწკაპუნებების მთვლელი. ამჟამად სერვისი სატესტო რეჟიმშია; მთელ მსოფლიოში ღილაკი „+1“ კვირის განმავლობაში უნდა გახდეს ხელმისაწვდომი. ფუნქცია „+1“ Google-ის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, გაუზიარონ ძიების მოწონებული შედეგები თავიანთ კონტაქტებს ფოსტაში Google Mail და ჩატში Google Talk. ყველა ბმული, რომელიც მომხმარებელმა „+1“ ღილაკით აღნიშნა, მის პროფილში ცალკე გვერდზე იქნება გამოტანილი. პერსპექტივაში Google „+1“ სისტემის ინტეგრაციას გეგმავს Twitter-ის ან სხვა პოპულარული სოციალური სერვისის მონაცემთა ბაზასთან. ამის შედეგად შესაძლებელი გახდება იმ ადამიანთან წრი გაფართოება, რომელთა „+1“ ძიებისას იქნება გამოტანილი. კორპორაცია Google მსოფლიო ინტერნეტ-ინდუსტრიის ერთ-ერთი ლიდერია. მას ეკუთვნის ერთსახელიანი საძიებო სისტემა, ასევე ყველაზე პოპულარული ვიდეოჰოსტინგი YouTube. კომპანია Facebook, რომელიც მსოფლიოში უმსხვილესი სოციალური ქსელის მფლობელია, Google-ის ერთ-ერთ მთავარ კონკურენტს წარმოადგენს. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2362.html
| |||
განათავსა - Drakula | 17 მაისი 2011, 10:16 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.