მეცნიერება-ტექნოლოგიები: ექიმები სიცოცხლის ხანგრძლივობას უნიკალური ტესტის საშუალებით დაადგენენ | მსოფლიოს ამბები | ||
მიმდინარე წლიდან დიდ ბრიტანეთში სისხლის ძვირადღირებული ანალიზის ჩატარებას დაიწყებენ, რომელსაც შეუძლია იმის დადგენა, თუ რამდენ წელს იცოცხლებს ადამიანი. ამის შესახებ წერს გაზეთი The Independent. ტესტი, რომელმაც უკვე გამოიწვია ეთიკური დავები, ზომავს ტელომერებს - სტრუქტურებს ადამიანის ქრომოსომებში. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ მათ მიხედვით შეიძლება მაქსიმალურად დადგინდეს, რამდენად სწრაფად ბერდება ადამიანი. „ჩვენ ვიცით, რომ ადამიანები, რომლებსაც მოკლე ტელომერები აქვთ, ნაკლებს ცოცხლობენ. მაგრამ ჩვენ არ ვიცით, არის თუ არა უფრო გრძელი ტელომერები უფრო ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარი“, - ხსნის მარია ბლასკო სიმსივნის კვლევის ესპანური ეროვნული ცენტრიდან მადრიდში, სადაც ტელომერების გამოკვლევის იდეა გაჩნდა. სულ რაღაც 500 ევროდ ექიმები მზად არიან თქვან, როგორია ადამიანის ბიოლოგიური ასაკი, რამდენად არის პაციენტი თავის რეალურ ასაკზე უფრო ახალგაზრდა ან მოხუცი. მეცნიერები ბიოლოგიურ ასაკს ტელომერების სიგრძის მიხედვით გაზომავენ. მკვლევართა შეფასებით, ტელომერების მიხედვით ასაკის დადგენა შემდეგი 5-10 წლის განმავლობაში გახდება პოპულარული. ტესტის საშუალებით სიცოცხლის ხანგრძლივობის დადგენის იდეამ უკვე გამოიწვია ეთიკური დავები მეცნიერთა შორის. სპეციალისტებში შეკითხვებს იწვევს ადამიანთა შესაძლო რეაქციები მათთვის დარჩენილი დღეების რაოდენობაზე, ასევე არაკეთილსინდისიერი სპეკულაციები დაბერების საწინააღდეგო და უკვდავების ელიქსირების წამლებთან დაკავშირებით. ამას გარდა, ტესტების შედეგებმა შესაძლოა კომერციული ინტერესი გამოიწვიოს კომპანიებში, რომლებიც სამედიცინო დაზღვევას გასცემენ, რომელიც სერიოზული დაავადებების ან ადრეულ ასაკში სიკვდილის რისკების გათვალისწინებით გამოითვლება. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2361.html
| |||
განათავსა - Drakula | 17 მაისი 2011, 10:15 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.