ეს საინტერესოა: Twitter-ის ყველაზე პოპულარული პერსონის მიმდევართა რიცხვმა 10 მილიონს გადააჭარბა | მსოფლიოს ამბები | ||
ლედი გაგას ტვიტერის მიმდევართა რიცხვმა 10 მილიონს გადააჭარბა. ამის შესახებ მომღერლმა თავის მიკრობლოგზე Twitter-ზე დაწერა. „10 მილიონი, მონსტრებო!, - აღტაცებით მიმართა თაყვანისმცემლებს ლედი გაგამ, - უბრალოდ სიტყვები არა მაქვს, ჩვენ გავაკეთეთ ეს! მიყვარხართ. გაღიმებული ვტოვებ ლონდონს“. 10 მილიონზე მეტი ფოლოვერით მომღერალი Twitter-ზე ყველზე პოპულარული ავტორი გახდა. უახლოეს პოზიციაზეა კანადელი ჯასტინ ბიბერი, რომელსაც დაახლოებით 9.7 მილიონი ფოლოვერი ჰყავს. თავისი მიკრობლოგის საშუალებით ლედი გაგა ვრცლად აცნობებს თაყვანისმცემლებს ახალი ალბომის - „Born This Way“-ის რელიზის შესახებ, რომელიც დანიშნულია 20 მაისზე ირლანდიაში და 23 მაისზე დანარჩენ ქვეყნებში. ალბომიდან შემდეგი სინგლი გახდა სიმღერა „Hair“, რომელიც მომღერალმა ტვიტერში იმ ადამიანთა უმრავლესობის ფავორიტად დაასახელა, რომლებმაც უკვე მოუსმინეს ალბომს. ლედი გაგას 2008 წელს გამოსული სადებიუტო დისკი „The Fame“ მთელი მსოფლიოს გარშემო 12 მილიონზე მეტი ეგზემპლარის ოდენობით გაიყიდა. გაგრძელების სახით გამოშვებულმა მინი-ალბომმა „The Fame Monster“ დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ირლანდიის, ავსტრალიის და რიგი სხვა ქვეყნების ჰიტ-აღლუმებში პირველი ადგილები დაიკავა. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2359.html
| |||
განათავსა - Drakula | 17 მაისი 2011, 10:13 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.