პოლიტიკა: გაჩეჩილაძე:ხალხს სააკაშვილი პრეზიდენტად არ აურჩევია. 2008 წელს ხალხმა მე ამირჩია | საქართველოს ამბები | ||
"საქართველოს პარტია" ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მხრიდან ქართველი ხალხისადმი სოლიდარობას გამოხატვას ითხოვს . როგორც პარტიის ერთერთმა ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა, დღეს საქართველო კრიმინალური რეჟიმის ფარგლებში ცხოვრობს. "დღეს საქართველოს ხალხის პროტესტს და თავისუფალ სიტყვას შესაძლოა სროლა მოჰყვეს. სწორედ ამიტომ, საზოგადოებამ უნდა გამოავლინოს მზადება ამ რეჟიმის მშვიდობიან გადაყენებისათვის."–აღნიშნა ლევან გაჩეჩილაძემ. მისი თქმით, 2008 წლიეს საპრეზიდენტო არჩევნებში ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციამ ქართველ ხალხს თავისუფალი არჩევანის გაკეთების უფლება წაართვა. "ქართველ ხალხს სააკაშვილი პრეზიდენტად არ აურჩევია. 2008 წელს ხალხმა მე ამირჩია. თუმცა ბუშის ადმინისტაციის მხარდაჭერისა და საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების გზით მაინც მიხეილ სააკაშვილმა გაიმარჯვა, მაგრამ ეს აღარ უნდა გამეორდეს. ქართველ ხალხს უნდა ჰქონდეს თავისუფალი არჩევანის გაკეთების უფლება. სოლიდარობის შემთხვევაში,მე დარწმუნებული ვარ, ცვლილებები სისხლისღვრის გარეშე ჩაივლის"–განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ. საპროტესტო აქციის ფარგლებში, რომელიც აშშ–ს საელჩოს წინ ჩატარდა, პარტიის ლიდერემა აქტივისტებს მიმართვის ტექსტი გააცვნეს, რომელიც დაწერილი იყო ბარაკ ობამას სახელით და რომელიც საელჩოს ადმინისტაციაში იყო დატოვებული. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2355.html
| |||
განათავსა - consul | 16 მაისი 2011, 22:45 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.