კულტურა: თბილისში გერმანიის დღეები ტარდება | ![]() | საქართველოს ამბები | |
![]() დღეს, 16 მაისს, გერმანიის ელჩი ორტვინ ჰენიგი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან ზაალ სამადაშვილთან ერთად ერთობლივ პრეს-კონფერენციას გამართავს. დღესვე შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების ეროვნულ მუზეუმში გაიხსნება გამოფენა „XIX-XX საუკუნეების გერმანელი მხატვრები საქართველოში - საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექცია“. დღეს ასევე გერმანიის დღეებთან დაკავშირებით კონკურსი-ვიქტორინა დაიწყება. ინტერნეტ-გვერდზე www.deutschetageintiflis.geგანთავსებული იქნება შეკითხვები გერმანიის, საქართველოსა და ქართულ-გერმანული ურთიერთობების შესახებ. გამარჯვებულები სხვადასხვა პრიზებს მიიღებენ, რომლებსაც 21 მაისს გოეთეს ინსტიტუტში გერმანიის ელჩი გადასცემს. მთავარი პრიზებია საელჩოს მიერ გამოყოფილი ნეთბუქი და გერმანული ენის ერთი უფასო კურსი გოეთეს ინსტიტუტში. 17 მაისს განვითარების სფეროში თანამშრომლობის დღის ფარგლებში მოცემულ სფეროში გერმანიის საქმიანობა იქნება წარმოდგენილი, ხოლო 18 მაისს ყურადღების ცენტრში იქნება გერმანული ენა და ქართულ-გერმანულ ურთიერთობები უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების დონეზე. 19 ივნისი ეკონომიკას მიეძღვნება. ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად გერმანიის ელჩი გამოფენა „ექსპო გერმანიას“ გახსნის. ეს გამოფენა ეკონომიკის სფეროში ქართულ-გერმანულ ურთიერთობებთან იქნება დაკავშირებული. განათლების გამოფენა 20 მაიის მოეწყობა, სადაც წარმოდგენილი იქნება გერმანიის საქმიანობა ქართული განათლების სფეროში. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2353.html
| |||
განათავსა - Drakula | 16 მაისი 2011, 12:58 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.