პოლიტიკა: კიწმარიშვილი: ბათუმში მშენებარე ძეგლები და შენობები არანაირად არ უკავშირდება ისტორიას | საქართველოს ამბები | ||
სააკაშვილის მორიგი სიჯიუტის გამო, ბულვარი, რომელიც 100 წლიან ისტორიას ითვლის, ინგრევა. 16 მაისს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ამის შესახებ „ქართული პარტიის“ პოლიტიკურმა მდივანმა ეროს კიწმარიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ქალაქში მშენებარე ძეგლებსა და შენობებს ისტორიასთან არანაირი კავშირი არა აქვს. „მინდა კომენტარი გავუკეთო სააკაშვილის ბრტყელ ხუმრობას. დიახ, ჩვენ ნამდვილად პირღია ვიდექით, როდესაც დავინახეთ, რა ხდება ბათუმში. ქალაქში ყველა ქუჩაა გათხრილი და შესაძლებელია მხოლოდ იმ აბსურდის დანახვა, რომელსაც უგემოვნო სააკაშვილი ფრანგული და ინგლისური არქიტექტურის შენობების გვერდით აშენებს“, - განაცხადა ეროს კიწმარიშვილი. მისი თქმით, სააკაშვილის სიმბოლოა ქალაქ ბათუმის მთავარ მოედანზე მყოფი მედეას ქანდაკება. „მედეა - ეს არის ქალი, რომელმაც თავისი ქვეყნის ინტერესებს უღალატა და გაყიდა ისინი. მედეა ისტორიული ფიგურაა, რომელმაც ქვეყანა დატოვა და თან წაიღო განძი. სწორედ ასეთია სააკაშვილისა და მისი რეჟიმის სიმბოლო. თავად მის სიმბოლოს კი ნეპტუნისა და კუპიდონების ქანდაკებები წარმოადგენს, რომლებიც ჭავჭავაძის ძეგლის ნაცვლად დგას“, - განაცხადა ეროს კიწმარიშვილმა. ცნობისთვის: საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ბათუმში რუსეთიდან მართვადი რადიკალური ჯგუფის მიერ ჩამოყვანილი ხალხი ქალაქის სილამაზით გაოცდა და პირღია იდგა. 14 მაისს „ქართულმა პარტიამ“ თავის მომხრეებთან ერთად ბათუმში აქცია მოაწყო. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2352.html
| |||
განათავსა - Drakula | 16 მაისი 2011, 12:57 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.