პოლიტიკა: საფრანგეთმა შიდა ქართლის ყოფილ გუბერნატორს პოლიტიკური თავშესაფარი მისცა | საქართველოს ამბები | ||
საფრანგეთმა შიდა ქართლის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ ქარელს პოლიტიკური თავშესაფარი მისცა. შეგახსენებთ, რომ მიხეილ ქარელი საქართველოდან 2008 წელს წავიდა. საქართველოში მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე თანამდებობრივი უფლებამოსილობების გადაჭარბების ბრალდებით. საფრანგეთში იგი საქართველოდან კიდევ ერთ გაქცეულ ხელისუფლების ყოფილ წარმომადგენელთან ირაკლი ოქრუაშვილთან სტუმრად იმყოფებოდა. 2008 წელსვე ქარელმა საფრანგეთის ხელისუფლებებს მისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მიცემა სთხოვა და მიიღო იგი ორი დღის წინ. სააგენტო „პირველის“ მონაცემებით, მიხეილ ქარელი ირაკლი ოქრუაშვილთან აღარ ცხოვრობს. წყარო - Trend
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2350.html
| |||
განათავსა - Drakula | 16 მაისი 2011, 12:55 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.