პოლიტიკა: ტელეარხმა „НТВ“-მ საქართველოს პოლიციის წარმატებებს სიუჟეტი მიუძღვნა | საქართველოს ამბები | ||
რუსულმა ტელეარხმა НТВ-მ ქართული პოლიციის წარმატებებს დიდი სიუჟეტი მიუძღვნა, იუწყება „GHN“. სიუჟეტის თანახმად, მერაბიშვილის მთავარ მიღწევად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების ბიურო დასახელდა. როგორც НТВ-სთან საუბრისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფროსმა ვანო მერაბიშვილმა თქვა, საბჭოურ სივრცეში ქართული მილიცია ცნობილი იყო, როგორც ყველაზე ცუდი და კორუმპირებული. „შეუძლებელი იქნებოდა ძველი მენტალიტეტის შეცვლა, ამიტომ ჩვენ მათი 70-80%-ის შეცვლა გადავწყვიტეთ. ყველაზე რთული არა კრიმინალთან ან კორუფციასთან ბრძოლა იყო, არამედ უარის თქმა მათთვის, მათი ნათესავებისა და ახლობლებისთვის“, - თქვა მან. სიუჟეტის ფარგლებში გადაცემის ავტორებმა ქართულ და რუსულ პოლიციას შორის პარალელი გაავლეს. გადაცემის ავტორის ვადიმ ტაკმენევის შეფასებით, მიუხედავად რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებისა, რუსეთში პოლიციის რეფორმა უკიდურესად ნელა ვითარდება, მაშინ, როცა ქართულმა სამართალდამცავმა ორგანოებმა, რომლებიც კორუფციით იყვნენ ცნობილნი, შეძლეს არსებითი ცვლილებების მიღწევა. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2345.html
| |||
განათავსა - Drakula | 16 მაისი 2011, 08:55 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.