ეს საინტერესოა: მეცნიერებმა შესაძლოა მონა ლიზას საიდუმლო გახსნან | ![]() | მსოფლიოს ამბები | |
![]() როგორც Corriere della Seraიტყობინება, მეცნიერებმა უკვე ამოიტანეს ზედაპიზე ორი დანგრეული საფლავი და გამოთქვეს რწმენა, რომ ლიზას ნეშტი ერთ-ერთ მათგანშია. ამჟამად იტალიის ისტორიული და კულტურული ღირებულებების დაცვის ეროვნული კომიტეტის სპეციალისტები ნაპოვნ ნეშტს იკვლევენ. მეცნიერები გეგმავენ ნაპოვნი ძვლებისაგან გამოყოფილი დნმ-ის შედარებას მათთან უკვე არსებულ მონაცემებთან გერარდინის ნეშტის დნმ-ის აგებულების შესახებ. ამდაგვარად, ისინი იმედოვნებენ ქალის სახის აღდგენას კომპიუტერის საშუალებით, რითაც ბოლოს მოუღებენ კამათს მოდელის შესახებ, რომელიც და ვინჩისთვის პოზიორობდა. ვერსია იმის შესახებ, რომ ნახატზე სწორედ დიდგვაროვანი ფლორენციელი ლიზა გერარდინი დელ ჯოკონდოა გამოსახული, ერთადერთი სულაც არ არის. სპეციალისტებს სხვა ვერსიებიც აქვთ, რომელთაგან ზოგიერთი ძალზედ ექსტრავაგანტულია. ასე, მკვლევარმა სილვანო ვინჩეტმა ივარაუდა, რომ „მონა ლიზა“ არა ქალის, არამედ მამაკაცის პორტრეტია. ამას გარდა, ფართოდ არის გავრცელებული ვერსია, რომ ნახატზე მხატვარმა საკუთარი თავი გამოსახა. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2340.html
| |||
განათავსა - Drakula | 14 მაისი 2011, 10:40 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.