მეცნიერება-ტექნოლოგიები: YouTube-მა მუსიკალური ვიდეოჩარტი აამოქმედა | მსოფლიოს ამბები | ||
ვიდეოჰოსტინგ YouTube-მა აამოქმედა ოფიციალური ჰიტ-აღლუმი YouTube 100, რომელშიც წარმოდგენილია კვირის განმავლობაში ყველაზე პოპულარული მუსიკალური ვიდეოები. ამის შესახებ ნათქვამია YouTube-ს ოფიციალურ ბლოგში. პირველი გამოქვეყნებული ჩარტი 2011 წლის 10 მაისით არის დათარიღებული. შემდგომში YouTube 100-ის მოძველებული სიები არქივში შეინახება, სადაც მათი ნახვა გამოქვეყნების თარიღის მიხედვით იქნება შესაძლებელი. 10 მაისის მდგომარეობით, YouTube-ის პირველი ასეულის სათავეშია ჯენიფერ ლოპეზი და მისი სიმღერა “On The Floor“, რომელიც რეპერ Pitbull-თან ერთად არის ჩაწერილი. ლოპეზს მოსდევენ ლედი გაგა სიმღერით “Judas“ და კეტი პერი სიმღერით „E.T“. რებეკა ბლეკი, რომელიც მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავი ერთადერთი ინტერნეტ-ჰიტის - „Friday“-ის წყალობით გახდა, თავისი სავიზიტო ბარათით მე-8 ადგილი უკავია. აღსანიშნავია, რომ 2011 წლის აპრილის ბოლოს YouTube-ის ყველაზე პოპულარულ მომღერლად აღიარებულ ჯასტინ ბიბერს 10 მაისის ჩარტში უკავია მხოლოდ მე-14 ადგილი სიმღერით “Baby“. YouTubeმსოფლიოში ყველაზე პოპულარული ვიდეოჰოსტინგია. 2006 წლიდან სერვისი კორპორაცია Google-ს ეკუთვნის. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2339.html
| |||
განათავსა - Drakula | 14 მაისი 2011, 10:39 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 1 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.