aspurcela.ge
კრედიტი გათბობის და გაგრილების სისტემის მონტაჟისთვის

 მეცნიერება-ტექნოლოგიები: 22 ათასზე მეტმა ადამიანმა შეცდომით აშშ-ის green card მიიღო მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
კომპიუტერული სისტემის შეფერხება გახდა მიზეზი იმისა, რომ 22 ათასზე მეტმა ადამიანმა შეცდომით მიიღო შეტყობინება ამერიკული საიმიგრაციო ვიზების - green card-ის მიღების ლატარეაში გამარჯვების თაობაზე.



ამის შესახებ ჟურნალისტებს აშშ-ის ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შეატყობინა. მან აღნიშნა, რომ პროგრამულ უზრუნველყოფაში პრობლემების გამო გამარჯვებულთა 90% არჩეულ იქნა იმ რიცხვთა შორის, ვინც განაცხადები რეგისტრაციის პირველი ორი დღის განმავლობაში გააგზავნა.


მათ წილზე, ვინც განცხადება შემდგომი 28 დღის განმავლობაში გააგზავმა, „ბედნიერი ბილეთების“ მხოლოდ 10% მოვიდა. ახლა ეს შედეგები არა არის აღიარებული, ვინაიდან „სამართლიანი ნებაყოფლობითი არჩევანის“ პრინციპს ეწინააღმდეგება.


ლატარეა ხელახლა ჩატარდება, მაგრამ მონაწილეობას მასში მხოლოდ ისინი მიიღებენ, ვინც შესაბამისი დოკუმენტები 2010 წლის ნოემბრამდე გააგზავნა - ეს თითქმის 20 მილიონი ადამიანია. შედეგების მოყვანა ივლისის შუა რიცხვებშია დაგეგმილი.


სპეციალისტებმა უკვე აღმოფხვრეს კომპიუტერული სისტემის შეფერხება.



Green card-ის გათამაშების ლატარეა, რომელიც აშშ-ში მუდმივი ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას იძლევა, ხოლო 5 წლის გასვლისთანავე ამერიკული მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობას ხსნის, 1990 წელს მიღებული კანონის შესაბამისად ტარდება. ლატარეაში მონაწილეობის უფლების მქონე ქვეყნებიდან თითოეულს გასათამაშებელი ვიზების არანაკლებ 7%-ის მიღების საშუალება აქვს.


2003 წელს რუსეთი მონაწილე ქვეყნების ჩამონათვალიდან ამოირიცხა, ვინაიდან წინა 5 წლის განმავლობაში რუსეთიდან აშშ-ში 50 ათასზე მეტი იმიგრანტი ჩავიდა, მაგრამ შემდეგ სიტუაცია შეიცვალა და  2010 წლიდან რუსეთის მოქალაქეებს კვლავ შეუძლიათ ლატარეაში მონაწილეობა.
წყარო - day.az

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2336.html
განათავსა - Drakula | 14 მაისი 2011, 10:36 | ახალი ამბები »
 

"მეცნიერება-ტექნოლოგიები: 22 ათასზე მეტმა ადამიანმა შეცდომით აშშ-ის green card მიიღო" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გაზის გამათბობელი. გაზზე მომუშავე ოთახის გამათბობლები

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 01 ოქტომბერი 2024
  • English Georgian