პოლიტიკა: თალიბებმა ბინ ლადენის სიკვდილის გამო შურისძიება უკვე დაიწყეს | მსოფლიოს ამბები | ||
პაკისტანის ისლამისტური ასოციაციის განშტოებამ "თალიბებმა" ორმაგ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, რომლის შედეგადაც 70 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ «ლენტა.რუ» იუწყება France-Presse-ის სააგენტოს წყაროზე დაყრდნობით. თალიბებმა განაცხადეს, რომ აფეთქება "ალ-ქაიდას" ლიდერის ოსამა ბინ ლადენის "წამებით მოკვლის" გამო "შურისძიების პირველი აქტი" იყო, და ისინი ავღანეთსა და პაკისტანში ახალი, უფრო მსხვილი ტერაქტების მოწყობით დაიმუქრნენ. ორი აფეთქება პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთით, გასამხედროებული პოლიციის რაზმის სასწავლო ტერიტორიაზე, პარასკევს, 13 მაისს მოხდა. აფეთქების მსხვერპლი ძირითადად სტუდენტები გახდნენ, რომლებიც სამხედრო ცენტრში მომზადებას გადიოდნენ. ათეულობით ადამიანი დაშავდა. ოსამა ბინ ლადენი პაკისტანის აბოტაბადში აშშს ВМС-ის მიერ 2 მაისის ღამეს იქნა მოკლული. გვამი ზღვაში ჩაუშვეს. თალიბები დაპირდნენ აშშ-სა და პაკისტანს რომ "ნომერ პირველი ტერორისტის" მკვლელობის გამო შურის იძიებდნენ, რომ მათ პირველი მიზანი პაკისტანის პრეზიდენტი ასიფ ალი ზარდარი და მისი არმიის წარმომადგენლებია, ხოლო მეორე მიზანი კი ამერიკის შეერთებული შტატები იქნება. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2334.html
| |||
განათავსა - consul | 13 მაისი 2011, 17:22 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.