ეკონომიკა: ჩეხი ბიზნესმენები საქართველოსთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებით არიან დაინტერესებულნი | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
ჩეხი ბიზნესმენები საქართველოსთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებით არიან დაინტერესებულნი. ამის შესახებ ქართულ-ჩეხური ბიზნეს-ფორუმის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ ჟურნალისტებს განუცხადა. ფორუმი სასტუმრო „რედისონში“ ტარდება. ჩეხურ დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი უდგას სათავეში. მის შემადგენლობაშია ვაჭრობისა და ინდუსტრიის სფეროების წარმომადგენლები. როგორც ვერა ქობალიამ აღნიშნა, თუ ადრე ჩეხი ბიზნესმენები მხოლოდ ენერგეტიკით იყვნენ დაინტერესებულნი, ახლა ისინი სამშენებლო სფეროსა და სოფლის მეურნეობის მიმართ იჩენენ ინტერესს. „ჩვენ იმედი გვაქვს, რომ რაღაც დროის შემდეგ ორმხრივი თანამშრომლობის შედეგად საქართველოში ქართულ-ჩეხური საწარმოები გამოჩნდება“, - აღნიშნა მინისტრმა. ქობალიას თქმით, ეს საქართველოში ჩეხეთის საქმიანი წრეების წარმომადგენელთა პირველი ვიზიტია, რაც ინვესტიციების მოზიდვის მიზნით ძალიან მნიშვნელოვანია. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2333.html
| |||
განათავსა - Drakula | 13 მაისი 2011, 17:20 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.