კულტურა: ვატიკანში შენახული დოკუმენტები ქართველი ისტორიკოსებისთვის გახდება ხელმისაწვდომი | საქართველოს ამბები | ||
ვატიკანში შენახული დოკუმენტები ქართველი ისტორიკოსებისთვის გახდება ხელმისაწვდომი. ამის შესახებ 13 მაისს სამთავრობო სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა. მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობა ვატიკანთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, რათა მანდ შენახული დოკუმენტები ქართველი ისტორიკოსებისთვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო. პრემიერის განმარტებით, მოლაპარაკებები რამდენიმე დღის წინ დასრულდა და ამ მომენტიდან ქართველ მეცნიერებს შესაძლებლობა ექნებათ, საიდუმლო დოკუმენტებს გაეცნონ. „ვატიკანთან მიღწეული შეთანხმებით საზოგადოებრიობისთვის მრავალი ისტორიული ფაქტი გახდება ცნობილი, ვინაიდან მანდ მრავალი ისტორიული დოკუმენტი ინახება“, - აღნიშნა გილაურმა. მოცემულ საკითხზე კომენტარი კულტურის მინისტრმა ნიკა რურუამაც გააკეთა. მისი თქმით, მიღწეული შეთანხმების შედეგად მკვლევარებს შესაძლებლობა ექნებათ, 800 წლის ხანდაზმულობის დოკუმენტებსა და წერილებს გაეცნონ. მინისტრის განმარტებით, პირველი ვატიკანელი მისიონერები საქართველოში მე-12 საუკუნეში ჩამოვიდნენ. „მსგავსი პროექტი აშშ-მაც განახორციელა. მოცემული დოკუმენტების შესასწავლად 13 წელი გახდა საჭირო“, - განაცხადა რურუამ და დაამატა, რომ სამი ქართული უნივერსიტეტისაგან შემდგარი ჯგუფი ვატიკანში ზაფხულის დასაწყისში გაემგზავრება. მათ დაახლოებით 1000 დოკუმენტის შესწავლა მოუწევთ. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2331.html
| |||
განათავსა - Drakula | 13 მაისი 2011, 12:02 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.