საზოგადოება: 17 მილიონიან სტამბულს რევოლუციური ცვლილებები ელის | მსოფლიოს ამბები | ||
გადამეტსახლებული 17 მილიონიანი სტამბულის ორი ნაწილად გაყოფას გეგმავენ. ამის შესახებ იუწყება გამოცემა „ტურფინო“. თურქეთის ხელისუფლებები შიშობენ, რომ თუ უახლოეს მომავალში ქალაქის მოსახლეობის ზრდის შესაჩერებელი ზომები არ იქნება მიღებული, მაშინ რამდენიმე წელიწადში მანდ ოფისის დაქირავებაც კი შეუძლებელი იქნება. იდეის ავტორი - ქვეყნის პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიიპ ერდოგანი - სტამბულის „გადაკეთების“ თავის პროგრამას „გიჟურ გეგმას“ უწოდებს. დეტალური ინფორმაცია ჯერ არ გამოქვეყნებულა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ქალაქისაგან უნდა გამოყონ აღმოსავლეთი გარეუბნები, რომლებიც უპირატესად ყველაზე ღარიბი მოქალაქეებითაა დასახლებული. ჯერ უცნობია, რა სახელი ექნება სტამბულის ამ ყოფილ გარეუბანს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ქალაქის გაყოფის იდეა მმართველი პარტიის წინასაარჩევნო პროგრამაში შედის. ადგილობრივი არქიტექტორები პრემიერ-მინისტრის იდეის წინააღდეგ გამოდიან, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ ქალაქისაგან გარეუბნების გამოყოფა, პირიქით, მისი მოსახლეობის რიცხოვნობის 25-30 მლნ-მდე გაზრდას გამოიწვევს, რაც სერიოზულ ჰუმანიტარულ და სანიტარულ პრობლემებს შექმნის. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2330.html
| |||
განათავსა - Drakula | 13 მაისი 2011, 12:01 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.