პოლიტიკა: საქართველო კვლავინდებურად უთანხმოების საგანია ნატოსა და რუსეთს შორის | საქართველოს ამბები | ||
ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა, აშშ-ში ჰოფკინსის ინსტიტუტში გამოსვლისას, ალიანსში საქართველოში წევრობის საკითხს შეეხო. მან აღნიშნა, რომ საქართველო კვლავინდებურად უთანხმოების საგანია ნატოსა და რუსეთს შორის. „ჩვენსა და რუსეთს შორის გარკვეული უთანხმოებები არსებობს და საქართველო ერთ-ერთი ასეთი საკითხია. ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, არ ვაღიარებთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს და მოვუწოდებთ რუსეთს, საკუთარი საერთაშორისო ვალდებულებები შეასრულოს“, - განაცხადა რასმსენმა. მან ასევე ხაზი გავუსვა, რომ ნატოს საკმაოდ ინტენსიური დიალოგი აქვს რუსეთთან, თუმცა იგი სკეპტიკურად აღიქვამს ალიანსის ღია კარის პოლიტიკას. „მოსკოვში მიაჩნიათ, რომ ნატოს გაფართოება აღმოსავლეთში რუსეთის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. ჩვენ ამ მოსაზრებას არ ვეთანხმებით. პირიქით, როდესაც ალიანსში აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის რამდენიმე ქვეყანა მივიღეთ, ვნახეთ, რომ ეს სტაბილური გარემოს შექმნასა და წინ მოძრაობას უწყობს ხელს“, - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2328.html
| |||
განათავსა - Drakula | 13 მაისი 2011, 10:05 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.