გარემო: პლანეტების აღლუმი დედამიწის მაცხოვრებელთათვის საშიში არ არის - ასტროფიზიკოსი | მსოფლიოს ამბები | ||
პლანეტების აღლუმი, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, დედამიწაზე ბუნებრივ კატაკლიზმებს არ გამოიწვევს, განაცხადა ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა გია ჯავახიშვილმა. 11 მაისის ღამიდან ოთხი პლანეტა - ვენერა, იუპიტერი, მარსი და მერკური - ჰორიზონტის აღმოსავლეთ მხარეში მჭიდრო ჯგუგში შეიკრიბნენ. ამასთან, ვენერასა და იუპიტერს შორის მანძილი მხოლოდ 0.6 გრადუსს შეადგენს. ჯავახიშვილის თქმით, კვირის განმავლობაში აღნიშნული ბუნებრივი მოვლენის დაკვირვება საქართველოშიც, განთიადისას, დაახლოებით 4.30 საათზე შეიძლება. „ბოლო 30 წლის განმავლობაში პლანეტების აღლუმი სამჯერ შეინიშნებოდა და მას არანაირი ბუნებრივი კატაკლიზმი არ გამოუწვევია“, - აღნიშნა მეცნიერმა. ამ კვირის განმავლობაში ვენერა, იუპიტერი, მარსი და მერკური შეინიშნებიან თევზების თანავარსკვლავედში, აღმოსავლეთი ჰორიზონტის ქვემოთ, განთიადამდე ცოტახნით ადრე და ყოველჯერ ახალ „ნახატს“ წარმოქმნიან. დილით ვენერა, იუპიტერი და მერკური განსაკუთრებით მჭიდროდ შეიყარნენ. იქვე, დაახლოებით შვიდი გრადუსის დაშორებით მარსის ნახვაც იქნება შესაძლებელი. ეს საუკუნის დასაწყისიდან კაშკაშა პლანეტების ჯგუფის ყველაზე მჭიდრო შეყრაა. თუმცა, მისი შეუარაღებელი თვალით დაკვირვებას მხოლოდ სამხრეთი ნახევარსფეროს მაცხოვრებლები შეძლებენ. ეკვატორიდან ჩრდილოეთ ნაწილში აღლუმის ნახვის მსურველებს მოუწევთ დურბინდის, ან, რაც კიდევ უფრო უკეთესია, ტელესკოპის გამოყენება. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2327.html
| |||
განათავსა - Drakula | 13 მაისი 2011, 10:04 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.