მეცნიერება-ტექნოლოგიები: Google შეიძლება არაკანონიერი რეკლამისთვის დასაჯონ | მსოფლიოს ამბები | ||
აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ დაიწყო გამოძიება კორპორაცია Google-ის მიმამართით, რომელმაც არაკანონიერი ინტერნეტ-აფთიაქების რეკლამით მილიონობით დოლარი მიიღო. ამის შესახებ იტყობინება Wall Street Journalიმ პირებზე მინიშნებით, რომლებიც სიტუაციას იცნობენ. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ინტერნეტ-კომპანიამ უკვე გადადო 500 მლნ დოლარი, რომლებიც ჯარიმების დაფარვაზე დაიხარჯება. წყაროების თქმით, Google ათავსებდა იმ ინტერნეტ-აფთიაქების რეკლამას, რომლებსაც არა აქვთ ლიცენზია ან რომლებიც ყიდიან აკრძალულ პრეპარატებს ექიმთა გაცემის გარეშე. ჯერჯერობით გაურკვეველია, შეგნებულად იყო დაკავებული კორპორაცია არაკანონიერი აფთიაქების რეკლამით თუ არა, მაგრამ, კანონის თანახმად, ასეთი გარიგებებისაგან მოგების მიღების შემთხვევაში, ინტერნეტ-კომპანიას ამისთვის შეიძლება პასუხისმგებლობა დაეკისროს. 2007 წლის დეკემბერში სამმა უმსხვილესმა ინტერნეტ-კომპანიამ - Google-მა, Microsoft-მადაYahoo Inc.-მა - არაკანონიერი სათამაშო საიტების რეკლამისთვის 31.5 მლნ დოლარის ოდენობის ჯარიმა გადაიხადეს. Google-ისა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა კომენტარებზე უარი თქვეს. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2326.html
| |||
განათავსა - Drakula | 13 მაისი 2011, 10:03 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.