ეკონომიკა: საქართველოს საბანკო სექტორში ახალი შეზღუდვები წესდება | ![]() | ბიზნესი და ეკონომიკა | |
![]() „ბანკთა ასოციაციის“ პრეზიდენტი ადასტურებს ინფორმაციას და ამბობს, რომ ცვლილებები უკვე ძალაშია. ზურაბ გვასალიას თქმით, ეს კიდევ ერთი ნაბიჯია იმისკენ, რომ მომხმარებელთა უფლებები დაცული იყოს. ასოციაციის პრეზიდენტის აზრით, მანამდე ბანკები კლიენტების დაკარგვისაგან ან სესხის ადრეული დაფარვისაგან საკუთარი თავის დაზღვევას ცდილობდნენ და სხვადასხვა პროცენტებს აწესებდნენ. მისივე თქმით, ცვლილებები შეეხება როგორც ახალ, ისე ძველ ხელშეკრულებებს. საბანკო საკითხებში ექსპერტის ლია ელიავას განცხადებით, ეს შეზღუდვა გარკვეულ წილად ბანკების მოგებას ამცირებს, ვინაიდან სესხის გაცემის დროს თითოეულთან გათვლილია, რა დროში რა შემოსავალი უნდა მიიღოს. თუმცა, ამასთან ერთად ექსპერტი ამბობს, რომ ბანკების დანაკარგი მაინც მინიმალური იქნება. მიუხედავად ამისა, ექსპერტი მიზანშეუწონლად მიიჩნევს მომხმარებელთა უფლებების დაცვას ადმინისტრაციული მეთოდებით და ამ საკითხებში საერთაშორისო პრაქტიკის მომხრეა. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2323.html
| |||
განათავსა - Drakula | 13 მაისი 2011, 09:53 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.