მეცნიერება-ტექნოლოგიები: აშშ ინტერნეტ-ცენზურასთან საბრძოლველად ფულს გამოყოფს | ![]() | მსოფლიოს ამბები | |
![]() სახელმწიფო მდივნის დამხმარის მაიკლ პოზნერის თქმით, სახსრები გამოყოფილი იქნება მოწინავე ტექნოლოგიების შემუშავებისთვის, რომლებიც ამა თუ იმ ქვეყნებში ბლოკირებადი რესურსების აღმოჩენას და წვდომის შეზღუდვების მოხსნას შეძლებს. შეგახსენებთ, რომ შარშან ივნისში ინტერნეტ-გიგანტ Google-მა ჩინეთზე ზეწოლის მოხდენისა და ინტერნეტ-ცენზურის მოხსნის თხოვნით აშშ-ისა და ევროპის ქვეყნების მთავრობებს მიმართა. Google-ის წარმომადგენელთა აზრით, ეს თავისუფალი ვაჭრობის წესების დარღვევაა. მანამდე Google-მა თავისი ჩინური საიტიდან - Google.cn-დან საძიებო მოთხოვნები გადაამისამართა პორტალზე Google.com.hkიმის გამო, რომ ჩინეთი ინტერნეტში სიტყვის თავისუფლებას ზღუდავდა. კერძოდ, კომპანიამ Facebook-ის, YouTube-ის, Google Docs-ისადა Blogger-ის საიტების ბლოკირების გამო იჩივლა. ბოლო წლებში ჩინეთი სათავეში უდგას იმ სახელმწიფოთა სიას, რომლებიც ინტერნეტის ფართო პოლიტიკურ ცენზურას იყენებენ - კიბერპოლიციელთა ჯგუფი თვალს ადევნებს და ბლოკავს ხელისუფლებებისათვის არახელსაყრელ რესურსებს სპეციალური არამსამთავრობო პროგრამა Great Firewall of China-ის ფარგლებში. მსგავსი სურათი ირანშიც შეინიშნება. ყველაზე „მკაცრ“ ფილტრებს პოლიტიკური საიტებისთვის ასევე იყენებენ სირიის, ტუნისის, ვიეტნამის, ომანის, საუდის არაბეთის, სუდანის, ტუნისის, არაბეთის გაერთიანებული საამიროებისა და იემენის ხელისუფლებები. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2318.html
| |||
განათავსა - Drakula | 12 მაისი 2011, 10:09 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.