პოლიტიკა: სააკაშვილი: ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან ღარიბი ქვეყანა გვაქვს | ![]() | საქართველოს ამბები | |
![]() პრეზიდენტ სააკაშვილის შეფასებით, ვერა ქობალიამ მთელი სამინისტრო გამოაცოცხლა და, დაცვიდან დაწყებული სეკრეტარიატით დამთავრებული, ახალი ხალხი მუშაობს და, რაც მთავარია, სამინისტროში საქმიანი განწყობა მეფობს. „სინამდვილეში ჩვენ ძალიან ჩამოვრჩით ცხოვრებას, მრავალი რამ უნდა ამოვწიოთ და ჯერჯერობით ძალიან ღარიბი ქვეყანა გვაქვს“, - განაცხადა პრეზიდენტმა და დაამატა, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესმა მრავალი სფეროს ათვისება შეძლო, მრავალი რამ აუთვისებელი რჩება. მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკური მოდელი უნდა იყოს ისეთი, როგორიც სინგაპურშია და საქართველომ ასევე უნდა გამოიყენოს გეოგრაფიული მდებარეობა, როგორც იგი სინგაპურმა გამოიყენა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, სახელმწიფოს ასეთი განვითარება მოქალაქეების თანხმობას, ხანგრძლივ პოლიტიკურ პროცესსა და სტაბილურობას ეფუძნება. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო კარგად აშენებს გზებს არაოკუპირებულ ტერიტორიებზე და შეძლებს იმის გაკეთებას, რისი გაკეთებაც რიგმა ქვეყნებმა მხოლოდ ევროკავშირში შესვლით მოახერხეს. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2317.html
| |||
განათავსა - Drakula | 12 მაისი 2011, 10:05 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.