პოლიტიკა: ბურჯანაძე: ფსევდოოპოზიცია ოქრუაშვილის სახით საქართველოს ხელისუფლებათა თამაშს თამაშობს | საქართველოს ამბები | ||
„ქართული პარტია“ სინამდვილეში ხელისუფლებათა თამაშს თამაშობს, მიაჩნია „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერს ნინო ბურჯანაძეს იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილმა გააკეთა, იუწყება “GHN“. „გუშინდელმა ეთერმა, სამწუხაროდ, ჩვენი საფუძვლიანი ეჭვი დაადასტურა და „ქართული პარტიის“ ლიდერებს ნიღაბი მოხსნა. გუშინ კარგად გამოვლინდა, რომ „ქართული პარტია“ სააკაშვილის თამაშს თამაშობს. ფსევდოოპოზიციის მიზანია ადამიანების დაბნევა და ხალხში უიმედობის გავრცელება. ეს სააკაშვილის რეჟიმის „ეროვნული კრების“ წინააღდეგ ბრძოლის ერთ-ერთი სერიოზული ნაწილია“, - თქვა ბურჯანაძემ. შეგახსენებთ, რომ ტელეარხ „მაესტროს“ ეთერში ოქრუაშვილმა აშშ გააკრიტიკა. „თუ რუსეთი ტერიტორიებს გვართმევს, მაშინ აშშ თავისუფლებას გვართმევს“, - თქვა მან. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2316.html
| |||
განათავსა - Drakula | 12 მაისი 2011, 10:03 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.