საზოგადოება: სამხრეთ კორეაში იდუმალი ვირუსი მხოლოდ ქალებს კლავს | საქართველოს ამბები | ||
სამხრეთ კორეაში იდუმალი ვირუსი ვრცელდება. ოფიციალური მონაცემებით, დღეისათვის ვირუსის მსხვერპლი რვა ფეხმძიმე ქალი გახდა. ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა სამშაბათს, იტყობინება Xinhuaადგილობრივ მასმედიაზე მინიშნებით. უახლოეს პერიოდში კორეელმა ექსპერტებმა დაავადებებთან ბრძოლის ცენტრიდან ვირუსის ტესტირების შედეგები უნდა გამოაქვეყნონ. ამ მომენტისთვის კი შემდეგია ცნობილი: დაღუპული ქალბატონი 36 წლის გახლდათ. იგი ორსულობის მეცხრე თვეში იყო. სიკვდილის მიზეზია გაურკვეველი წარმოშობის ვირუსით გამოწვეული პნევმონია. სპეციალისტები პირობას დებენ, რომ წინასწარ დასკვნას უკვე 12 მაისს გამოაქვეყნებენ, თუმცა ამგვარი გენეტიკური გამოკვლევის ჩასატარებლად შეიძლება რამდენიმე კვირა იყოს საჭირო. იდუმალი ვირუსით გამოწვეული სიკვდილი სამხრეთ კორეაში პირველად რეგისტრირდება. დანარჩენმა შვიდმა დაავადებულმა ქალბატონმა წარმატებულად იმშობიარეს ან ჯერ კიდევ ელოდებიან მშობიარობას, აცხადებენ ეპიდემიოლოგები. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2315.html
| |||
განათავსა - Drakula | 12 მაისი 2011, 10:02 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.