მეცნიერება-ტექნოლოგიები: Skype-ს ახალი მფლობელი ჰყავს | მსოფლიოს ამბები | ||
როგორც Lenta.ru წერს, კომპანია Microsoft-მა ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია VoIP-ტელეფონია Skype-ის შეძენის შესახებ. Skype-სთვის კორპორაცია 8.5 მილიარდ დოლარს გადაიხდის. ამის შესახებ ნათქვამია პრეს-რელიზში Microsoft-ის საიტზე. Skype-სა და Microsoft-ს შორის შეთანხმება ორივე კომპანიის დირექტორთა საბჭოების წევრებმა დაამტკიცეს. Skype Microsoft-ის შემადგენლობაში ცალკეული ქვედანაყოფის უფლებებით შევა. მას სათავეში Skype-ის ამჟამინდელი უფროსი ტონი ბეითსი ეყოლება. Skype-თან მუშაობა მხარდაჭერილი იქნება მობილურ მოწყობილობებში Windows Phone 7-ის პლატფორმაზე. ინტერნეტ-ტელეფონიის სერვისი Microsoft-ის რიგ დამატებებთან და ონლაინ-სერვისებთან, მათ შორის საკომუნიკაციო პლატფორმა Lycn-თან და საფოსტო კლიენტ Outlook-თან იქნება ინტეგრირებული. Microsoft-მა პირობა დადო, რომ მხარდაჭერილი იქნება Skype-ის ვერსიები სხვა ოპერაციულ სისტემებთან, მათ შორის Mac OS X-თან და Linux-თან. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2306.html
| |||
განათავსა - Drakula | 11 მაისი 2011, 11:56 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.