საზოგადოება: საქართველოში ენერგო- და სასურსათო ვაუჩერების დარიგება დასრულდა | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს მასშტაბით ენერგო- და სასურსათო ვაუჩერების დარიგება დასრულდა. ამის შესახებ შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ანდრია ურუშაძემ განაცხადა. მისი თქმით, ვაუჩერები დაახლოებით 1 მილიონმა ოჯახმა მიიღო. როგორც ურუშაძემ განაცხადა, იმ ოჯახებმა, რომლებმაც ვაუჩერების მიღება ვერ შეძლეს, 20 მაისამდე უნდა მიმართონ სოციალური მომსახურების სააგენტოს სპეციალურ ცენტრებს. მათში უკვე შეტანილია 1000-მდე მსგავსი განცხადება. „ამგვარი პრობლემები ძირითადად იმ ოჯახებს წარმოეშვათ, რომლებიც ექსპლუატაციაში არმყოფ კორპუსებში ცხოვრობენ. ყველა მოცემული განცხადება განხილული იქნება. რაც შეეხება ვაუჩერთა საჩუქრად გადაცემის საკითხს, ამ თვალსაზრისითაც არანაირი ცვლილება არ იქნება“, - აღნიშნა მინისტრმა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2302.html
| |||
განათავსა - Drakula | 10 მაისი 2011, 12:20 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.