| შოუ-ბიზნესი: დღეს, 10 მაისს, „ევროვიზია-2011“-ის პირველი ნახევარფინალი ჩატარდება | | მსოფლიოს ამბები |
დღეს, 10 მაისს, დუსელდორფში „ევროვიზია-2011“-ის პირველი ნახევარფინალი ჩატარდება. კონკურსიდან პირდაპირი ტრანსლაცია საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება. ჯგუფი Eldrine, რომელიც საქართველოს წარადგენს, მეცხრე ნომრად გამოვა.
დღევანდელი ნახევარფინალის წამყვანები იქნებიან იუდიტ რაკერსი, ანკე ენგელკე და სტეფან რააბი.
ევროვიზიის პირველი ნახევარფინალის მონაწილეები დუსელდორფში არენის სცენაზე შემდეგი თანმიმდევრობით გამოვლენ:
-
პოლონეთი: Magdalena Tul – Jestem
-
ნორვეგია: Stella Mwangi - Haba Haba
-
ალბანეთი: Aurela Gaçe - Feel The Passion
-
სომხეთი: Emmy - Boom Boom
-
თურქეთი: Yüksek Sadakat - Live It Up
-
სერბეთი: Nina - Čaroban
-
რუსეთი: Alexej Vorobjov - Get You
-
შვეიცარია: Anna Rossinelli - In Love For A While
-
საქართველო: Eldrine - One More Day
-
ფინეთი: Paradise Oskar - Da Da Dam
-
მალტა: Glen Vella - One Life
-
სან-მარინო: Senit - Stand By
-
ხორვატია: Daria - Celebrate
-
ისლანდია: Sjonni's Friends - Coming Home
-
უნგრეთი: Kati Wolf - What About My Dreams?
-
პორტუგალია: Homens Da Luta - Luta É Alegria
-
ლიტვა: Evelina Sašenko - C'est Ma Vie
-
აზერბაიჯანი: Ell/Nikki - Running Scared
-
საბერძნეთი: Loucas Yiorkas feat. Stereo Mike - Watch My Dance
-
მონაწილეთა გამოსვლის შემდეგ ევროპაში დაიწყება ხმის მიცემის პროცესი, რომლის შემდეგაც წამყვანები შემთხვევითი წესით გახსნიან კონვერტებს და კონკურსის ფინალში გასულ ქვეყნებს გამოაცხადებენ. ნახევარფინალის რეგლამენტით 19 ქვეყნიდან მხოლოდ 10 გავა კონკურსის ფინალში, რომელიც 14 მაისს შედგება.
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2301.html
|
განათავსა - Drakula | 10 მაისი 2011, 12:19 | ახალი ამბები »
|
|
|
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.