პოლიტიკა: ირანის მინისტრმა განაცხადა, რომ ბენ ლადენი გაცილებით ადრე დაავადებით გარდაცვალა | მსოფლიოს ამბები | ||
ირანის ინფორმაციის მინისტრმა (სპეც-სამსახურების ხელმძღვანელმა) ხეიდარ მოსლეხმა უარყო განცხადება იმის თაობაზე, რომ უსამ ბენ ლადენის ლიკვიდაცია ამერიკულმა სპეც-სამსახურებმა მოახდინეს და განაცხადა, რომ ბენ ლადენი თავისი სიკვდილით მოკვდა, იუწყება იტარ-ტასი თურქული საინფრომაციო სააგენტოს DHA-ს წყაროზე დაყრდნობით. "ამერიკელები ირწმუნებიან, რომ ბენ ლადენი მოკლეს. თუმცა ის გაცილებით ადრე თავისი სიკვდილით, დაავადების გამო მოკვდა"-ირანის მინისტრის განცხადების ციტირებას ახდენს საინფრომაციო სააგენტო. "ჩვენ სერიოზული მტკიცებულებები, დოკუმენტები და ინფრომაცია გვაქვს ამის დასამტკიცებლად"-ამტკიცებს მოსლეხი. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2300.html
| |||
განათავსა - consul | 10 მაისი 2011, 10:14 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.