პოლიტიკა: შევარდნაძე:სააკაშვილის ადგილზე მე მედვედევს მოლოცვისთვის მადლობას გადავუხდიდი | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს ექს-პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე თავის მემკვიდრეს მიხეილ სააკაშვილს ურჩევს რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს ქართველი ხალხისთვის 9 მაისის მოლოცვისთვის მადლობა გადაუხადოს. "მე რომ ხელისუფლებაში ვყოფილიყავი, რუსეთის პრეზიდენტის მიმართვას ქართველი ხალხისადმი რეაგირების გარეშე არ დავტოვებდი და რუს ხალხს გამარჯვების დღეს მივულოცავდი, ხოლო პრეზიდენტ მედვედევს მადლობას პირადად გადავუხდიდი"-განაცხადა შევარდნაძემ. რუსეთის პრეზიდენტის საიტზე განთავსებულია ქართველი ხალხისადმი მიმართვა, რომელიც მოიცავს ფაშზმზე გამარჯვების მილოცვას და კეთილმეზობლური ურთიერთობების სურვილს. აღსანიშნავია, რომ მედვედევმა საქართველოს მოსახლეობას მილოცვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტის იგნორირებით. ეს მილოცვა საქართველოში უკვე განიხილეს და მას ოფიციალური ხელისფლების პირებმა და ექსპერტებმა "დაცივნა" უწოდეს. შევარდნაძე რუსეთის პრეზიდენტის "მამაცობით" აღფრთოვანებულია. "მედვედევმა პირველი დანბიჯი გადადგა, მან ქართველი ხალხის მიმართვისათვის თავის თავში სიმამაცე იპოვა, თანამშრომლობისათვის და კეთილმეზობლური ურთოერთობებისათვის მზად ყოფნა გამოხატა", აღნიშნა მან. ექს-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მედვედევი მანამდედაც ამბობდა, რომ ის სააკაშვილს არ მიმართავს, მაგრამ "ის ხვდება, რომ კეთილმეზობლური ურთიერთიბების გარეშე ქართული და რუსული მოსახლეობა ვერ იარსებებს." წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2299.html
| |||
განათავსა - consul | 10 მაისი 2011, 10:12 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.