ეკონომიკა: თბილისის მერია ახალი ღვინოების მეორე ფესტივალს ჩაატარებს | საქართველოს ამბები | ||
თბილისის მერიის პატრონაჟით 14 მაისს თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ახალი ღვინის მეორე ფესტივალი გაიმართება. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს თითქმის ყველა მსხვილი კომპანია და რამდენიმე პატარა მარანი. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ოჯახური ღვინოები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან. „ღვინის კლუბის“ ყოველკვირეულ სხდომებზე დეგუსტაციის გზით 40-ზე მეტი ოჯახური მარანი იქნა არჩეული, რომლებიც ფესტივალზე ყურძნის იშვიათი ქართული ჯიშებისაგან დამზადებულ ღვინოებს წარადგენენ. მათ შორის იქნა ჩხავერი, საკმიელა, უსახელოური, ხიხვი, ქისი, ციცკა, ოცხანური საფერე, ჩინური და თავკვერი. ახალი ღვინის ფესტივალების ჩატარების ტრადიცია მეღვინეობით ცნობილ ყველა ქვეყანაში არსებობს. საქართველოში მსგავსი ფესტივალი პირველად შარშან ჩატარდა. ჯიშების მრავალფეროვნება გარდა, წლევანდელი ფესტივალი განსხვავებული იქნება იმ ღვინოების მრავალფეროვნებითაც, რომლებიც დაყენებულია ტრადიციული ქართული წესით ქვევრში. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2297.html
| |||
განათავსა - Drakula | 10 მაისი 2011, 10:09 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.