შოუ-ბიზნესი: ცნობილმა ამერიკელმა მომღერალმა კვლავ ნარკოტიკების ხმარება დაიწყო | მსოფლიოს ამბები | ||
მომღერალი და მსახიობი უიტნი ჰიუსტონი ალკოჰოლიზმისა და ნარკოდამოკიდებულებისაგან მკურნალობას გადის. ამის შესახებ იუწყება Associated Press. ჰიუსტონის წარმომადგენელი ირწმუნება, რომ მომღერალი სარეაბილიტაციო კლინიკაში საკუთარი ინიციატივით ჯერ კიდევ 10 დღის წინ მივიდა. მიუხედავად ამისა, მას შეუძლია მკურნალობის შეწყვეტა კონცერტებზე გამოსვლის მიზნით. ჰიუსტონი ნარკოდამოკიდებულებასა და ალკოჰოლიზმთან დაკავშირებულ პრობლემებს ბოლო 20 წლის განმავლობაში განიცდის. ამ პერიოდში იგი სარეაბილიტაციო კლინიკებში რამდენჯერმე იმყოფებოდა. საიტი TMZ.comიტყობინება, რომ მომღერალი, რომელიც ასევე ცნობილია ფილმით „მცველი“, გადის მკურნალობას, რათა მზად იყოს ახალ კინოსურათში გადასაღებად. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2296.html
| |||
განათავსა - Drakula | 10 მაისი 2011, 10:08 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.