საზოგადოება: ევროპის პროფკავშირები საქართველოში პროფკავშირული მოძრაობის განვითარებას მხარს უჭერენ | საქართველოს ამბები | ||
ევროპის პროფკავშირი მხარს უჭერს საქართველოში პროფკავშირული მოძრაობის განვითარებას. ამის შესახებ განაცხადა საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა, რომელიც სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში ევროპის პროფკავშირთა შტაბ-ბინაში იმყოფებოდა. შეხვედრები აღმოსავლური პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღეს ევროკომისიისა და ევროპარლამენტის წარმომადგელებმა, ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატებმა. როგორც პეტრიაშვილმა განაცხადა, შეხვედრაზე განიხილებოდა შრომის კოდექსი და სიტუაცია საქართველოს შრომის ბაზარზე. მისი თქმით, ევროპის პროფკავშირთა გაერთიანებაში მიიჩნევენ, რომ ეკონომიკური არასტაბილურობის პირობებში სოციალური უკმაყოფილების ასაცილებლად მთავარია პროფკავშირების გაძლიერება. „ევროპის პროფკავშირთა გაერთიანება ერთმნიშვნელოვნად უჭერს მხარს დემოკრატიას, პროფკავშირებსა და დიალოგის განვითარებას საქართველოში. ფაქტია, რომ ამას ყველა პრეფერენცია, შეღავათი და ევროპასთან ურთიერთობა ეფუძნება. სწორედ ამის დასტური იყო ეს ვიზიტი და ის მხარდაჭერა, რომელიც ევროპარლამენტისაგან, ევროკომისიისა და სხვა ევროპული სტრუქტურებისაგან მივიღეთ“, - აღნიშნა პეტრიაშვილმა. როგორც პან-ევროპული პროფკავშირების საბჭოს თავმჯდომარემ გრიგორი გრადევმა აღნიშნა, ქვეყანა, რომელიც ევროკავშირთან ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობისადმი მიისწრაფვის, აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: უნდა უზრუნველყოფდეს საერთაშორისო შრომის ორგანიზაციების კონვენციებსა და უნდა ჰქონდეს ძლიერი პროფკავშირები. „ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს პროფკავშირთა გაერთიანებას“, - განაცხადა გრადევმა. ევროპის პროფკავშირთა გაერთიანება 26 მლნ ადამიანს აერთიანებს. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2282.html
| |||
განათავსა - Drakula | 09 მაისი 2011, 15:42 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.