პოლიტიკა: „ქართული პარტია“: ხელისუფლებები ხალხს საპროტესტო აქციებზე მოსვლას უკრძალავენ | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს კახეთის რეგიონის რეგიონალური ხელისუფლებების წარმომადგენლები აშინებენ მოსახლეობას და უკრძალავენ საპრტესტო აქციებზე გამოსვლას, დარწმუნებულნი არიან „ქართულ პარტიაში“, იუწყება “GHN“. როგორც პარტიის გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გია ხელაშვილმა განაცხადა, მრავალი მიმდებარე სოფლების მმართველებმა მოსახლეობას აუკრძალეს საპროტესტო აქციაზე წასვლა, რომელიც დღეს გურჯაანში გაიმართება. შეგახსენებთ, რომ დღეს, 9 მაისს, „ქართულმა პარტიამ“ რეგიონებში საპროტესტო აქციები დაიწყო. პარტიის წარმომადგენლები გურჯაანში უცნობი ჯარისკაცის საფლავს ყვავილებით შეამკობენ და პატარა მანიფესტაციას მოაწყობენ. საპროტესტო აქციაში დაახლოებით 600 ადამიანი მონაწილეობს, რომელთაგან უმრავლესობა „ქართულ პარტიასთან“ ერთად თბილისიდან ჩამოვიდა. შემდეგ „ქართული პარტიის“ მომხრეთა კოლონა თელავში გაემართება. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2279.html
| |||
განათავსა - Drakula | 09 მაისი 2011, 15:40 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.