მეცნიერება-ტექნოლოგიები: შემუშავებულია მინი-კომპიუტერი მინიმალურ ფასად | მსოფლიოს ამბები | ||
თამაშების ბრიტანელმა შემმუშავებელმა (ცნობილი Elite-ის ავტორმა) და კომპანია Frontier Developments-ის ერთ-ერთმა დაფუძნებელმა დევიდ ბრებენმა შექმნა ძალიან პატარა და ძალიან იაფი კომპიუტერი Raspberry Pi. მოწყობილობა, რომელიც ზომებით USB-ბრელოკს შეიძლება შევადაროთ, ARM11-ის პროცესორზეა შესრულებული და 128 მბ ოპერატიული მეხსიერებით არის აღჭურვილი. ოპერაციული სისტემა, დამატებები და სამომხმარებლო მონაცემები შეიძლება ინახებოდეს SD/MMC-ის ფორმატის მეხსიერების ფლეშ-ბარათზე. Raspberry Pi-ის ერთ-ერთ ტორსზე განლაგებულია გასართი HDMIდისპლეის შესაერთებლად, მეორე ტორსზე კი - USB-პორტი შესაყვანი მოწყობილობის - მაგალითად, კლავიატურის შესაერთებლად. პროგრამული პლატფორმის როლს თამაშობს ოპერაციული სისტემა Linux-ის ბირთვით, ხოლო მინი-კომპიუტერის შესაძლებლობები, როგორც იწმუნებიან, საკმარისი იქნება რიგითი ამონაცანების შესასრულებლად, მათ შორის ვიდეოს გასაშვებად. მინი-კომპიუტერის კონცეფციის განსავითარებლად ბრებენმა ჩამოაყალიბა ორგანიზაცია Raspberry Pi Foundation. ნავარაუდევია, რომ დაბალი ფასის - სულ რაღაც 25 დოლარის წყალობით - მინი-კომპიუტერებით საგანმანათებლო დაწესებულებები დაინტერესდებიან (მაგალითად, განვითარებად ქვეყნებში), გადმოსცემს MIGnews.com. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2275.html
| |||
განათავსა - Drakula | 09 მაისი 2011, 10:36 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.