პოლიტიკა: დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის დაცვა მნიშვნელოვნად გააძლიერეს | მსოფლიოს ამბები | ||
ჩრდილოირლანდიური ტერორისტების აქტივიზაციასთან დაკავშირებით, ლონდონის პოლიციის რეკომენდაციით, დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, 85 წლის „რკინის ლედის“ მარგარეტ ტეტჩერს ბრონირებული სამთავრობო ავტომანქანა გამოუყვეს. ამის შესახებ 8 მაისს ადგილობრივმა მედიის საშუალებებმა განაცხადეს. ასევე მნიშვნელოვნად გაძლიერდა „რკინის ლედის“ სადღეღამისო დაცვა. დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებები ტეტჩერის უსაფრთხოებით შეწუხდნენ ჩრდილოეთ ირლანდიაში მეიზის ციხეში ირლანდიის რესპუბლიკური არმიის (ირა) მებრძოლეების შიმშილობის 30-ე წლისთავთან დაკავშირებით. აღნიშნული შიმშილობა 10 მებრძოლის დაღუპვით დასრულდა, გადმოსცემს „Вести.ру“. მაშინ, მიუხედავად მრავალი მოწოდებისა, „რკინის ლედიმ“ ექსტრემისტებისთვის დათმობების წასვლაზე და ქალაქ ლისბერნის მახლობლად მდებარე ციხეში მათი ყოფნის პირობების გაუმჯობესებაზე უარი თქვა. „დანაშაული დანაშაულია, - განაცხადა მან, - და ამ შემთხვევაში პოლიტიკური ასპექტი არ არსებობს“. ირას, ასევე ირლანდიის ეროვნულ-გამათავისუფლებელი არმიის მებრძოლებს არა ერთხელ ტეტჩერსა და მის უახლოეს პოლიტიკურ თანამოსაგრეებზე თავდასხმები არ ერთხელ განუხორციელებიათ. ავტომანქანებში ჩადებული ყუმბარების აფეთქებით დაიღუპნენ ბრიტანული პარლამენტის თემათა პალატის დეპუტატები ეირი ნივი და იენ გოუ. თავად ტეტჩერი სასწაულებრივად გადაურჩა ტერაქტს, რომელიც 1984 წლის ოქტომბერში ირამ მოაწყო. „გრანდ-ოტელში“ ყუმბარის აფეთქების გამო მაშინ ხუთი ადამიანი დაიღუპა. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2273.html
| |||
განათავსა - Drakula | 09 მაისი 2011, 10:33 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.