ეკონომიკა: აჭარა უკვე Google-ში და Facebook-ზეა | საქართველოს ამბები | ||
აჭარა აქტიურ ტურისტულ კამპანიას იწყებს. 8 მაისიდან აჭარის ტურისტული პოტენციალის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია Google-ში, Myvideo-ზე და Facebook-ზე. აჭარის ტურისტული დეპარტამენტის ხელმძღვანელის ვაჟა დიასამიძის თქმით, კამპანიის ფარგლებში უკვე გამოტანილია ტურისტული ბანერები Google-ზე, Myvideo-ზე და Facebook-ზე. მან აღნიშნა, რომ ბანერები Myvideo-ზე და Facebook-ზე ერთი თვის განმავლობაში იქნება გამოტანილი, ხოლო Google-ში მანამ, სანამ მათ 10 ათასი უნიკალური მომხმარებელი არ ნახავს. დიასამიძემ აღნიშნა, რომ აქტიური სარეკლამო კამპანიის გატარება ტურისტთა მოზაზიდად მნიშვნელოვანია. მან თქვა, რომ 2011 წელს აჭარა დაახლოებით 1.4 მილიონმა ტურისტთა მოინახულა, მაშინ, როცა შარშან ეს ციფრი 950 ათასს შეადგენდა. ასევე აღსანიშნავია, რომ აჭარის ტურისტული პოტენციალის რეკლამა ზოგიერთი ქვეყნის სატელევიზიო არხებზეც გადის. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2272.html
| |||
განათავსა - Drakula | 09 მაისი 2011, 10:33 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.