ეს საინტერესოა: სააკაშვილმა განახლებული ბათუმის დელფინარიუმი გახსნა | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მეუღლესთან სანდრა რულოვსთან და უმცროს ვაჟთან ნიკოლოზთან ერთად პარასკევს, 6 მაისს, ბათუმში განახლებული დელფინარიუმი გახსნეს და წარმოდგენა ნახეს. პრეზიდენტმა დელფინების შოუთი აღფრთოვანება გამოთქვა და აღნიშნა, რომ უკანასკნელად დელფინების მონაწილეობით წარმოდგენა ბათუმში 30 წლის წინ ნახა. ბათუმის დელფინარიუმმა მაყურებლები 20 წლიანი პაუზის შემდეგ მიიღო. ამჟამად მანდ 15 დელფინია, რომელთაგან შვიდი იაპონიამ საქართველოს აჩუქა. წარმოდგენას ერთდროულად შეიძლება 704 ადამიანი დაესწროს. პირველად ბათუმის დელფინარიუმი 1975 წელს გაიხსნა, 1995 წელს კი შეწყვიტა მუშაობა. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2271.html
| |||
განათავსა - Drakula | 07 მაისი 2011, 12:31 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.