შოუ-ბიზნესი: რეპის ლეგენდის სცენარის მიხედვით ფილმს გადაიღებენ | მსოფლიოს ამბები | ||
ფილმ „Live 2 Tell“-ის გადაღებები, რომელიც რეპერ ტუპაკ შაკურის მიერ დაწერილ სცენარზეა დაფუძნებული, 2012 წლის პირველ კვარტალში დაიწყება. ამის შესახებ იტყობინება Variety. ფილმის გადაღების უფლებები კომპანია NStar Studios-მა შეიძინა. ნავარაუდევია, რომ პროექტის ბიუჯეტი 11 მილიონი აშშ დოლარი იქნება. ერთ-ერთი პროდიუსერის სახით კინოსურათზე იმუშავებს აფენი შაკური, ტუპაკ შაკურის დედა. მანამდე მან პროდიუსირება გაუწია ლენტას თავისი შვილის შესახებ „ტუპაკი: მკვდრეთით აღდგენა“ („Tupac: Resurrection“), რომელიც ეკრანებზე 2003 წელს გამოვიდა. „Live 2 Tell“ ტუპაკ შაკურის მიერ დაწერილი ერთადერთი სცენარია. რეპერი ტექსტზე მუშაობდა, როდესაც 90-იანების შუა პერიოდში 11 თვიან პატიმრობას ციხეში ატარებდა. სცენარში საუბარია ახალგაზრდა ნარკოტიკებით მოვაჭრეზე. 2006 წელს იუწყებოდნენ, რომ სტუდია Insomniaშაკურის ნამუშევრის ეკრანიზებას გეგმავდა, მაგრამ პროექტს განვითარება არ მიუღია. 2009 წელს კვლავ გაჩნდა შეტყობინებები იმაზე, რომ ფილმ „Live 2 Tell“-ს მაინც გადაიღებენ. მაშინ ივარაუდებოდა, რომ ლენტა ეკრანებზე 2010 წელს გამოვიდოდა, მაგრამ ეს არ მომხდარა. შეგახსენებთ, რომ 1996 წლის 7 სექტემბერს ტუპაკ შაკურმა ლას-ვეგასში რამდენიმე ტყვიის ჭრილობა მიიღო. ამის შემდეგ რამდენიმე დღეში რეპერი საავადმყოფოში გარდაიცვალა. შაკურის დისკოგრაფია ხუთ სტუდიურ ალბომს მოიცავს. ბოლო დისკი „The Don Killuminati: The 7 Day Theory“ შემსრულებლის სიკვდილის შემდეგ გამოვიდა. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2269.html
| |||
განათავსა - Drakula | 07 მაისი 2011, 08:13 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.