მეცნიერება-ტექნოლოგიები: Facebook მომხმარებლებს რეკლამის ნახვისთვის გადაუხდის | მსოფლიოს ამბები | ||
Facebook-ში ექაუნთების მფლობელები რეკლამის ნახვაზე ვირტუალური ფულის გამომუშავებას შეძლებენ. ამის შესახებ ბლოგი Inside Facebookიტყობინება. სარეკლამო რგოლის გვერდზე გადასვლას მომხმარებლები სოციალური ქსელის თამაშებიდან ან დამატებებიდან შეძლებენ. რეკლამის ნახვის ჰონორარს რეკლამის განმთავსებელი განსაზღვრავს, მაგრამ თავდაპირველად ბონუსები 1 კრედიტის (Facebook Credits- სოციალური ქსელის საკუთარი „ვალუტა“) სიდიდით არის დადგენილი. ამის შესახებ პორტალი Mashableწერს. ამ ვალუტის ერთი ერთეულის ღირებულება დაახლოებით 10 ცენტია. მომხმარებლებისათვის საჩუქრების ან ფულადი ანაზღაურების შემოთავაზების საშუალებას იძლევა ტექნოლოგია DealSpot, რომელიც კომპანია TrialPay-ის მიერაა შემუშავებული. ასეთი რეკლამის განთავსებას Facebook-ის სპონსორები შეძლებენ, რომლებიც საგადახდო სისტემის სახით მხოლოდ Facebook Credits-ს იყენებენ. დღეისათვის Facebookმსოფლიოში ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელია. იგი 600 მილიონზე მეტ მომხმარებელს ითვლის. სააგენტო eMarketer-ის შეფასებით, 2011 წელს Facebook-ის რეკლამის გაყიდვიდან შემოსული ამონაგები, 2010 წელთან შედარებით, შესაძლოა 2-ჯერ გაიზარდოს და 4.05 მილიარდ დოლარს მიაღწიოს. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2268.html
| |||
განათავსა - Drakula | 07 მაისი 2011, 08:12 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.