ეკონომიკა: ბათუმი საქართველოს ფინანსური და ეკონომიკური ცენტრი უნდა გახდეს - სააკაშვილი | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
საქართველოს პრეზიდენტი ბათუმში ახალი ბიზნეს-ცენტრის მშენებლობის დაწყებას დაესწრო. როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, ეს ცენტრი მრავალ ადგილობრივ მაცხოვრებელს უზრუნველყოფს სამუშაოთი, დამატებით სამუშაოს კიდევ ათობით ათასი ადამიანი იპოვის, ვინაიდან ამით ბათუმის ეკონომიკური აქტიურობა გაიზრდება. „ჩვენი მიზანია, ბათუმი არა მხოლოდ ზაფხულის ქალაქი იყოს, არამედ იგი ქვეყნის ფინანსური და ეკონომიკური ცენტრი უნდა გახდეს“, - თქვა მან. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ ცენტრის მშენებლობას მრავალი მოწინააღმდეგე ჰყავდა, რადგან იგი ბულვარში უნდა აშენდეს. „მინდა ამ პიროვნებათა საყურადღებოდ ვთქვა. როდესაც პრეზიდენტი გავხდი, ამ ბულვარის სიგრძე სულ რაღაც ერთ კილომეტრს შეადგენდა, მალე კი მისი სიგრძე 18 კილომეტრი იქნება. ამით მათ, ვინც ამ მშენებლობის გამო ნერვიულობს, მინდა ვუთხრა: როდესაც პრეზიდენტი აღარ ვიქნები, ყველაფერ ამას არ წავიღებ. ყველაფერი აქ დარჩება“, - განაცხადა სააკაშვილმა. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2267.html
| |||
განათავსა - Drakula | 07 მაისი 2011, 08:10 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.