საზოგადოება: საქართველოში აბიტურიენტები სახელმწიფო უნივერსიტეტებს ანიჭებენ უპირატესობას | საქართველოს ამბები | ||
მიმდიანარე წელს, აბიტურიენტების უმრავლესობაა სასწავლო დაწესებულების არჩევისას უპირატესობას სახელმწიფო უნივერსიტეტებს ანიჭებს. ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის განცხადებით, პირველ ადგილზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-მეცნიერებათა ფაკულტეტი დგას, შემდეგ ილიას უნივერსიტეტის ბიზნეს-ფაკულტეტი, ხოლო მესამე ადგილზე სამედიცინო უნივერსიტეტი. აბიტურიენტების გამოკითხვა საერთაშორისო ორგანიზაციამ "გელაპმა" ჩაატარა. გაირკვა,რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ლიდერობს,რომელსაც გამოკითხულთა 63% ანიჭებს უპირატესობას, მეორე ადგილზე ილია-14 პროცენტით, მესამე ადგილზე საქართველოს ტექნიკური უნივერსისტეტი 7%-ით. რაც შეეხება კერძო სასწავლო დაწესებულებს,აქ პირველ ადგილზე "თავისუფალი უნივერსიტეტია-57%-ით, მეორეზე კავკასიის უნივერსიტეტი-20%-ით, მესამე ადგილზე შავი ზღვის უნივერსიტეტია-10%-ით. გამოკვლევა აპრილში ჩატარდა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2264.html
| |||
განათავსა - consul | 06 მაისი 2011, 17:03 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.