საზოგადოება: საქართველო ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად დასახელდა | საქართველოს ამბები | ||
რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველო დანაშაულებრიობის მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნიდან უსაფრთხო სახელმწიფოდ გადაიქცა. ახლა თბილისი შეიძლება ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქალაქად იქნა მიჩნეული. ამის შესახებ განაცხადა ტილბურგის უნივერსიტეტის პროფესორმა იან ვან დაიკმა საზოგადოებრივი აზრის ჩატარებული გამოკვლევის საფუძველზე. „საქართველოში დანაშაულებრიობის გამოკვლევა“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატიცითა და ევროკავშირის დაფინანსებით ჩატარდა. გამოკვლევის ტექნიკური ნაწილი კომპანია „გორბიმ“ განახორციელა. როგორც დაიკი აღნიშნავს, დანაშაულებრიობისა და უსაფრთხოების გამოკვლევა მშვენიერ შესაძლებლობას იძლევა, დადასტურდეს დანაშაულებრიობის დონის შემცირება პოლიციისაგან დამოუკიდებელი მონაცემების საფუძველზე. გამოკვლევის მიზანი იყო დადგენა იმისა, რამდენად შეესაბამება საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ მონაცემებს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ირწმუნებოდა, რომ 2010 წლის სტატისტიკური მონაცემების თანახმად ქვეყანაში 2006-დან 2010 წლის ჩათვლით დანაშაულთა რაოდენობა 50%-ით შემცირდა. ჰოლანდიელი პროფესორის შეფასებებით, საქართველოში მნიშვნელოვან გარდაქმნებს 2005-2009 წლებში ჰქონდა ადგილი. 2009 წელს კი დანაშაულთა მსხვერპლების დონე ბევრად უფრო პატარა იყო, ვიდრე სხვა ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში. შესაბამისად, მოსახლეობას დაცულობის გრძნობაც გაეზარდა. შეგახსენებთ, რომ დღეს, 6 მაისს, საქართველოში პოლიციის დღე აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით, ბათუმში ქართული პოლიციის აღლუმი გაიმართება. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2261.html
| |||
განათავსა - Drakula | 06 მაისი 2011, 09:46 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.