ეკონომიკა: EBRD საქართველოს დახმარებას ეროვნულ ვალუტაში გამოუყოფს | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
ერთი წლის წინ საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული დედოლარიზაციის პროგრამა უშედეგო აღმოჩნდა. სტატისტიკის თანახმად, აშშ დოლარებში გაცემული კრედიტების მოცულობა წლის დასაწყისიდან 1%-ით გაიზარდა და 4.7 მლრდ დოლარი შეადგინა. კრედიტების 73.5% და დეპოზიტების 72% ბანკებში აშშ დოლარებში ინახება. ამ ფონზე ევრობანკი და სსფ მხარს უჭერენ საქართველოში დოლარზე უარის თქმას. EBRD-ში აცხადებენ, რომ ამიერიდან საქართველოს დახმარებას მხოლოდ ლარებში გამოუყოფენ. ეროვნულ ბანკს, ფინანსთა სამინისტროსა და EBRD-ს შორის უკვე გაფორმდა მემორანდუმი. საქართველოში EBRD-ის მთავარი ბანკირის განცხადებით, ევროპის ბანკი ადრეც აქტიურად უჭერდა მხარს დაკრედიტების პროცესს ეროვნულ ვალუტაში, თუმცა ახალი პროგრამა ლარიზაციის ახალ მასშტაბებს ვარაუდობს. ირაკლი მექვაბიშვილის თქმით, პროგრამაში არა მხოლოდ ბანკები მიიღებენ მონაწილეობას, არამედ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, სადაზღვევო და კერძო კომპანიებიც და შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ EBRD-საგან გრძელვადიანი საკრედიტო რესურსები ლარებში. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2259.html
| |||
განათავსა - Drakula | 06 მაისი 2011, 09:42 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.