მეცნიერება-ტექნოლოგიები: Google-მა და Facebook-მა შესაძლოა Skype-ის ბედი შეცვალონ | მსოფლიოს ამბები | ||
მსოფლიოს უმსხვილესმა ინტერნეტ-კომპანიებმა Google-მა და Facebook-მა მიზანში ამოიღეს IP-ტელეფონიის პოპულარული სერვისი Skype. ამის შესახებ იუწყება Reuters მოლაპარაკებებთან უშუალოდ ახლო ორ წყაროზე მინიშნებით. ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციის თანახმად, Facebook-ის აღმასრულებელი დირექტორი მარკ ცუკერბერგი Skype-ის ყიდვის საკითხის შიდა განხილვებში იქნა ჩათრეული. მეორე წყარო ირწმუნება, რომ Facebook და Skype ერთობლივ საწარმოს შექმნიან. Skype-თან მოლაპარაკებებს ერთობლივი საწარმოს შექმნის თაობაზე კორპორაცია Google-იც აწარმოებდა. გარიგების ღირებულებამ შესაძლოა 3-4 მლრდ დოლარს მიაღწიოს. წყაროები დარწმუნებულები არიან, რომ IPO-ზე, რომლის შესახებაც Skype-მა ჯერ კიდევ 2010 წელს გამოაცხადა, კომპანიამ შესაძლებელია დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი მიიღოს. ყველა მოლაპარაკება საწყის ეტაპზეა. რთულია წინასწარ იმის თქმა, რას გადაწყვეტენ კომპანიები, ამატებენ სააგენტოს მოსაუბრეები. ისინი იტყობინებიან, რომ მიუხედავად იმისა, რომ IPO 2011 წლის მეორე ნახევრისთვის გადაიდო, Skype აგრძელებს სხვადასხვა კომპანიებთან სტრატეგიული მოლაპარაკებების წარმოებას. Skype-მა და Google-მა კომენტარებზე უარი თქვეს, Facebook-ის წარმომადგენლები კი მიუწვდომლები იყვნენ. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2258.html
| |||
განათავსა - Drakula | 06 მაისი 2011, 09:40 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.